შპს „ენგურჰესი“აცხადებს მორიგ განმეორებით ელექტრონულ აუქციონს სხვადასხვა სახის ქონების გაყიდვაზე
შპს „ენგურჰესის“ დირექტორატის წინადადებითა და ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გატანილია შპს „ენგურჰესის ბალანსზე რიცხული სხვადასხვა სახის ქონება.
შპს „ენგურჰესის “ სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორთა საბჭოს ერთობლივი სხდომის გადაწყვეტილების თანახმად, შპს „ენგურჰესი“ აცხადებს განმეორებით (25%-ით შემცირებული ფასებით) აუქციონს შემდეგი სახის ქონებაზე:
- ტუმბოები, ძრავი - საწყისი ფასი დღგ-ს ჩათვლით - 5459.5 ₾, საგარანტიო ფასი - 550₾, ბიჯი -500₾.
- კომპრესორები - საწყისი ფასი დღგ-ს ჩათვლით - 504.3 ₾, საგარანტიო ფასი - 50₾, ბიჯი -5₾.
- ინსტრუმენტები, დაზგა,ტალი, დომკრატი - საწყისი ფასი დღგ-ს ჩათვლით - 94.3 ₾, საგარანტიო ფასი - 10₾, ბიჯი -1₾.
- ტუმბოები, ძრავი - საწყისი ფასი დღგ-ს ჩათვლით - 5459.5 ₾, საგარანტიო ფასი - 550₾, ბიჯი -500₾.
- სხვადასხვა ტექნიკა - საწყისი ფასი დღგ-ს ჩათვლით - 223.5 ₾, საგარანტიო ფასი - 25₾, ბიჯი -5₾.
- ხელსაწყოები აპარატები - საწყისი ფასი დღგ-ს ჩათვლით - 497.9 ₾, საგარანტიო ფასი - 50₾, ბიჯი -5₾.
- ელექტრო ტექნიკა და ინვენტარი - საწყისი ფასი დღგ-ს ჩათვლით - 1182.0 ₾, საგარანტიო ფასი - 100₾, ბიჯი -10₾.
- ავეჯი - საწყისი სარეალიზაციო ჯამური ფასი დღგ-ს ჩათვლით - 9.3 ₾;საგარანტიო ფასი - 1₾, ბიჯი -1₾.
აუქციონი დაიწყება 2025 წლის 7 მარტს და დასრულდება 12 მარტს ელექტრონული სახით eauction.ge პლატფორმაზე.
აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. აუქციონში მონაწილეობის წესებსა და პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ გვერდზე - www.eauction.ge.
