შპს „ენგურჰესი“ აცხადებს ელექტრონულ აუქციონს ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული სხვადასხვა სახის ქონების გაყიდვაზე
შპს „ენგურჰესი“ სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორთა საბჭოს ერთობლივი სხდომის გადაწყვეტილების თანახმად, აცხადებს განმეორებით აუქციონს შემდეგი სახის ქონებაზე:
ლოტი#1 - სხვადასხვა - ტუმბოები, ფასი დღგ-ს ჩათვლით - 1,105 ₾;
ლოტი#2 - სხვადასხვა - ტუმბოები ძრავით, ფასი დღგ-ს ჩათვლით - 3733 ₾;
ლოტი#3 - სხვადასხვა - ძრავი, ფასი დღგ-ს ჩათვლით - 623 ₾;
ლოტი#4 - ელექტროტექნიკა და ინვენტარი, ფასი დღგ-ს ჩათვლით - 1182₾;
ლოტი#5 - ავეჯი - ფასი დღგ-ს ჩათვლით 10 ₾.
ლოტების ჯამური ფასი შეადგენს 6,653 ლარს (დღგ-ს ჩათვლით)
აუქციონი დაიწყება 2024 წლის 31 მარტს, ელექტრონული სახით, eauction.ge პლატფორმაზე.
აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. აუქციონში მონაწილეობის წესებსა და პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ გვერდზე - www.eauction.ge.
