შპს „ენგურჰესი“ აცხადებს კონკურსს ლოგოს შექმნაზე

ლოგო უნდა ასახავდეს შემდეგ გარემოებებს:


•    კომპანიის ისტორია;


•    მასშტაბი (ენგურჰესი არის ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური საქართველოში, ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი კი მსოფლიოს უდიდესი თაღოვანი კაშხლების ათეულში შედის );


•    სუფთა (მწვანე ენერგიის) გამომუშავების უპირატესობა.


კონკურსანტმა ლოგოზე ასახულ თითოეულ კომპონენტს უნდა გაუკეთოს განმარტება, რომელშიც აღწერილი იქნება, რისი გადმოცემა სურდა ამა თუ იმ კონკრეტული დეტალით.


კონკურსში მონაწილეობისთვის დაიშვებიან მხოლოდ ფიზიკური პირები. სპეციალური კომისია გამოავლენს საუკეთესო ლოგოს ავტორს, რომელსაც გადაეცემა ფულადი ჯილდო 700 ლარი, კანონით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გარეშე.


ნიმუშის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 ნოემბერი.


დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო ნამუშევრები გამოგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: info@engurhesi.ge. აპლიკანტებმა სათაურის ველში მიუთითონ  - "კონკურსი ლოგოს შექმნაზე".

შპს „ენგურჰესი“ აცხადებს კონკურსს ლოგოს შექმნაზე