შპს „ენგურჰესი“აცხადებს ელექტრონულ აუქციონს სხვადასხვა სახის ქონების გაყიდვაზე
შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს N24 სხდომის გადაწყვეტილების შესაბამისად, ელექტრონულ აუქციონზე რეალიზაციის მიზნით, განმეორებით გატანილია შპს „ენგურჰესის“ ბალანსზე რიცხული სხვადასხვა სახის ქონება:
1. ორი ერთეული სატრანსპორტო საშუალება:
- 1999 წელს გამოშვებული WOLKSVAGEN TRANSPORTER, საწყისი ფასი - 1593₾; (დღგ-ს ჩათვლით);
- CHEVROLET SUBURBAN (MFC-804), საწყისი ფასი - 4125₾.
2. საბერიოს ობიექტების, თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტის, თბილისისა და ზუგდიდის ოფისების 2024 წლის ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სარეალიზებო მატერიალური ფასეულობები:
- სულ, 5 ლოტი;
- ლოტების საერთო საწყისი ფასი - 7859 ₾. (დღგ-ს ჩათვლით).
აუქციონი დაიწყება 2025 წლის 4 დეკემბერს, ელექტრონული სახით, პლატფორმაზე - eauction.ge და დასრულდება 10 დეკემბერს.
აუქციონში მონაწილეობის წესებსა და პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ww.eauction.ge-ზე.
აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საქართველოს, ისე - უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.