ცხადდება ელექტრონული აუქციონი შპს „ენგურჰესის ბალანსზე რიცხული სხვადასხვა სახის ქონების გაყიდვაზე
შპს „ენგურჰესის“ დირექტორატის წინადადებითა და ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გატანილია თაღივანი კაშხლის ბალანსზე არსებულ, მარცხენა სანაპიროზე მდებარე კაბელ-ამწის ესტაკადის დარჩენილი ლითონ-კონსტრუქციების 4 (ოთხი) ცალი დგარი - ჯართის სახით.
ლითონ-კონსტრუქციების საერთო წონა, სავარაუდოდ, შეადგენს 375 (სამას სამოცდათხუთმეტ) ტონას.
ერთი ტონა ჯართის საწყისი ფასი - 472 (ოთხას სამოცდათორმეტი) ლარი.
- საწყისი ფასი - 472 ლარი, ერთი ტონა ჯართის ფასი (დღგ-ს ჩათვლით);
- უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე - 18 000₾;
- ბიჯი - 10 ₾.
აუქციონი ჩატარდება 2025 წლის 7-27 აგვისტოს ელექტრონული სახით eauction.ge პლატფორმაზე.
აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. აუქციონში მონაწილეობის წესებს და პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ გვერდზე - www.eauction.ge.
