შპს „ენგურჰესი“აცხადებს მორიგ განმეორებით ელექტრონულ აუქციონს სხვადასხვა სახის ქონების გაყიდვაზე

7 Mar 2025

 

შპს  „ენგურჰესის“ დირექტორატის  წინადადებითა  და ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გატანილია  შპს „ენგურჰესის  ბალანსზე  რიცხული  სხვადასხვა სახის ქონება.


შპს „ენგურჰესის “ სამეთვალყურეო  საბჭოსა და დირექტორთა საბჭოს   ერთობლივი სხდომის გადაწყვეტილების თანახმად, შპს „ენგურჰესი“ აცხადებს  განმეორებით (25%-ით შემცირებული ფასებით) აუქციონს  შემდეგი სახის ქონებაზე:


-    ტუმბოები, ძრავი - საწყისი ფასი დღგ-ს ჩათვლით - 5459.5 ₾, საგარანტიო ფასი - 550₾, ბიჯი -500₾.
-    კომპრესორები  - საწყისი ფასი დღგ-ს ჩათვლით - 504.3 ₾, საგარანტიო ფასი - 50₾, ბიჯი -5₾.
-    ინსტრუმენტები, დაზგა,ტალი, დომკრატი - საწყისი ფასი დღგ-ს ჩათვლით - 94.3 ₾, საგარანტიო ფასი - 10₾, ბიჯი -1₾.
-    ტუმბოები, ძრავი - საწყისი ფასი დღგ-ს ჩათვლით - 5459.5 ₾, საგარანტიო ფასი - 550₾, ბიჯი -500₾.
-    სხვადასხვა ტექნიკა - საწყისი ფასი დღგ-ს ჩათვლით - 223.5 ₾, საგარანტიო ფასი - 25₾, ბიჯი -5₾.
-    ხელსაწყოები აპარატები - საწყისი ფასი დღგ-ს ჩათვლით - 497.9 ₾, საგარანტიო ფასი - 50₾, ბიჯი -5₾.
-    ელექტრო ტექნიკა და ინვენტარი - საწყისი ფასი დღგ-ს ჩათვლით - 1182.0 ₾, საგარანტიო ფასი - 100₾, ბიჯი -10₾.
-    ავეჯი  - საწყისი სარეალიზაციო ჯამური ფასი დღგ-ს ჩათვლით - 9.3 ₾;საგარანტიო ფასი - 1₾, ბიჯი -1₾.
   
აუქციონი  დაიწყება   2025 წლის 7 მარტს და დასრულდება 12 მარტს ელექტრონული სახით  eauction.ge პლატფორმაზე.


აუქციონში მონაწილეობა  შეუძლიათ  საქართველოს ან უცხო ქვეყნის  ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. აუქციონში მონაწილეობის წესებსა და პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ გვერდზე - www.eauction.ge.

შპს  „ენგურჰესი“აცხადებს მორიგ განმეორებით ელექტრონულ  აუქციონს სხვადასხვა სახის ქონების გაყიდვაზე