ცხადდება ელექტრონული აუქციონი შპს „ენგურჰესის” ბალანსზე არსებული მიწის ნაკვეთების 20 წლით აღნაგობის უფლებითა და იჯარის სახით გაცემის თაობაზე
შპს „ენგურჰესის “ სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორთა საბჭოს ერთობლივი სხდომის გადაწყვეტილების თანახმად, შპს „ენგურჰესი“ აცხადებს ელექტრონულ აუქციონს:
- ენგურჰესის წყალსაცავის მარცხენა ნაპირზე არსებული 1 505 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ 47.15.32.653-დან 866 კვ.მ და ს/კ 47.14.47.201-დან 639 კვ.მ მიწის ნაკვეთების) 20 წლით აღნაგობის უფლებით განკარგვასთან დაკავშირებით. ამასთანავე, აღნიშნული აუქციონის პირობები გულისხმობს წყალსაცავში არსებული მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 47.15.32.653) 3 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის კატერით გასეირნებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოსაწყობას, ასევე - 20 წლით იჯარის უფლებით.
- საწყისი ფასი- 30 840₾;
- საგარანტიო თანხა - 3 000₾;
- ვაჭრობის ბიჯი - 3 00₾.
აუქციონი ცხადდება 2025 წლის 10 თებერვალს, 25 კალენდარული დღის ვადით.
აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. აუქციონში მონაწილეობის წესებსა და პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ გვერდზე - www.eauction.ge.
