შპს "ენგურჰესი" ISO სერთიფიკატების მფლობელი გახდა
3 ოქტ 2020
შპს „ენგურჰესი“ ხარისხის მენეჯმენტის, გარემოს დაცვის, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მართვის სისტემების მიმართულებით საერთაშორისო სერთიფიკატების მფლობელი გახდა.
ორგანიზაციას ISO 9001:2015 (ხარისხის მენეჯმენტის სისტემა), ISO 14001:2015 (გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემა) და ISO 45001:2018 (სამუშაო გარემოს, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მენეჯმენტის სისტემა) საერთაშორისო სერთიფიკატები გერმანული სასერტიფიკაციო ორგანიზაცია TÜV SÜD -ის საერთაშორისო აუდიტორების დასკვნის საფუძველზე მიენიჭა.
ინტეგრირებული მენეჯმენტის სისტემების დანერგვის პროცესი შპს „ენგურჰესში“ 2018 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს.