შპს "ენგურჰესი" ISO სერთიფიკატების მფლობელი გახდა

3 Oct 2020

 

შპს „ენგურჰესი“ ხარისხის მენეჯმენტის, გარემოს დაცვის, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მართვის სისტემების მიმართულებით საერთაშორისო სერთიფიკატების მფლობელი გახდა. 


ორგანიზაციას ISO 9001-2015 (ხარისხის მენეჯმენტის სისტემა ), ISO 14001 (გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემა) და ISO 45001 (სამუშაო გარემოს, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მენეჯმენტის სისტემა ) საერთაშორისო სერთიფიკატები გერმანული სასერტიფიკაციო ორგანიზაცია TÜV SÜD -ის საერთაშორისო აუდიტორების დასკვნის საფუძველზე მიენიჭა.


ინტეგრირებული მენეჯმენტის სისტემების დანერგვის პროცესი შპს „ენგურჰესში“ 2018 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს.

შპს "ენგურჰესი" ISO სერთიფიკატების მფლობელი გახდა