ენგურჰესი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საუკეთესო სტრუქტურის" ტიტულის მფლობელი გახდა

23 იან 2020

 

2020 წლის 10 იანვარს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს ორგანიზებით, „წარმატებისა და აღიარების პროგრამა 2019“-ის დაჯილდოების ცერემონია შედგა. ღონისძიება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში გაიმართა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში,„საუკეთესო სტრუქტურის“ ტიტულის მფლობელი შპს „ენგურჰესი“ გახდა. ყოველწლიური გარდამავალი ჯილდო და შესაბამისი სიგელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, ლევან მებონიას პირადად გადასცა. 

„წარმატებისა და აღიარების პროგრამის“ ფარგლებში, შპს „ენგურჰესმა“ ერთ ორგანიზაციულ („ეს სამსახური ზრუნავს თანამშრომლებზე“) და ორ პერსონალურ („პროფესიონალი“ და „ყველაზე ინოვატორი თანამშრომელი“) ნომინაციაში გაიმარჯვა. 

„პროფესიონალის“ ნომინაციაში შპს „ენგურჰესის“ საწარმოო ტექნიკური  განყოფილების უფროსმა რევაზ გვაგვალიამ გაიმარჯვა. „ყველაზე ინოვატორი თანამშრომელი“ კი საწარმოო-ტექნიკური განყოფილების მთავარი  სპეციალისტი ვალერი ნანავა გახდა. 

აღსანიშნავია, რომ „წარმატებისა და აღიარების პროგრამა“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს ორგანიზებით,  ყოველწლიურად ტარდება.

ენგურჰესი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საუკეთესო სტრუქტურის" ტიტულის მფლობელი გახდა