მსოფლიო ენერგეტიკის წლევანდელ კონგრესზე ენგურჰესი იყო წარმოდგენილი

26 აპრ 2024

 

ქალაქ როტერდამში, მსოფლიო ენერგეტიკის რიგით 26-ე კონგრესს ენგურჰესის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ვეკუა დაესწრო. ოფიციალურ სესიებსა და კონფერენციებში მონაწილეობის პარალელურად, მან მწვანე ენერგიის მწარმოებელი წამყვანი კომპანიების საგამოფენო სივრცეებიც დაათვალიერა. 
 
ენგურჰესის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი განახლებადი ენერგიის სფეროში მომუშავე საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებსაც შეხვდა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გეგმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

 

მსოფლიო ენერგეტიკის კონგრესი 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. აღნიშნულ ღონისძიებას 2026 წელს არაბთა გაერთიანებული საამიროები უმასპინძლებს.

მსოფლიო ენერგეტიკის წლევანდელ კონგრესზე ენგურჰესი იყო წარმოდგენილი