მსოფლიო ენერგიის კონგრესზე წელც ენგურჰესი იყო წარმოდგენილი

26 Apr 2024

 

ქალაქ როტერდამში, მსოფლიო ენერგიის კონგრესს ენგურჰესის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ვეკუა დაესწრო. ოფიციალურ სესიებსა და კონფერენციებში მონაწილეობის პარალელურად, მან მწვანე ენერგიის მწარმოებელი წამყვანი კომპანიების საგამოფენო სივრცეებიც დაათვალიერა. 
 
ენგურჰესის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი განახლებადი ენერგიის სფეროში მომუშავე საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებსაც შეხვდა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გეგმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

მსოფლიო ენერგიის ფორუმი 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. აღნიშნულ ღონისძიებას 2026 წელს არაბთა გაერთიანებული საამიროები უმასპინძლებს.

მსოფლიო ენერგიის კონგრესზე წელც ენგურჰესი იყო წარმოდგენილი