EBRD ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტის მხარდაჭერას აგრძელებს
16 თებ 2024
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროკავშირთან ერთად, ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტის მხარდაჭერას აგრძელებს. ამის შესახებ EBRD თავის ოფიციალურ ვებგვერდზე წერს.
„EBRD-ის 28 მილიონი ევროს მოცულობის სესხი და ევროკავშირის 7,05 მილიონი ევროს მოცულობის გრანტი უზრუნველჰყოფს ენგურჰესის გრძელვადიან სტრუქტურულ სტაბილურობას, ელექტროენერგიის წარმოების პროცესს კი უფრო საიმედოსა და მდგრადს ხდის“, - ნათქვამია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის განცხადებაში.
EBRD, დონორ ორგანიზაციებთან ერთად, ენგურჰესის რეაბილიტაციის პროცესში 1998 წლიდან არის ჩართული. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოებისთვის, საბოლოო ჯამში, 205 მილიონი ევრო გამოიყო.