ენერგეტიკოსის დღესთან დაკავშირებით, ენგურჰესის თანამშრომლები დაჯილდოვდნენ

13 სექ 2023

 

10 სექტემბერს საქართველოში ენერგეტიკოსის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. საქართველოს ენერგეტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ ენგურჰესის მიწისქვეშა საამქროს ცვლის უფროსი თამაზ მატარაძე პირადად დააჯილდოვა. 

 

ენერგეტიკოსის დღესთან დაკავშირებით, წელს ენგურჰესის 14 თანამშრომელი დაჯილდოვდა. მათ სახელობითი სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. 

 

საზეიმო ღონისძიება შედგა ისტორიული მნიშვნელობის ჰიდროელექტროსადგურის, „ზაჰესის“ ტერიტორიაზე, რომელიც თითქმის 100 წელია ფუნქციონირებს. ღონისძიებას ენერგეტიკის სექტორის, სამთავრობო უწყებებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ენერგეტიკოსის დღესთან დაკავშირებით, ენგურჰესის თანამშრომლები დაჯილდოვდნენ