ენგურჰესის № 5 აგრეგატს კაპიტალური რემონტი უტარდება
13 მარ 2023
ენგურჰესის № 5 აგრეგატს კაპიტალური რემონტი უტარდება. აღნიშნული პროცესის ფარგლებში, დანადგარის ძირითადი კვანძები დაიშალა და შესაბამის დეტალებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა ან შეიცვალა.
აღსანიშნავია, რომ აგრეგატებს კაპიტალური რემონტი 5 წელიწადში ერთხელ უტარდება და ის მიმდინარე სამუშაოებთან შედარებით, გაცილებით მოცულობითი და მასშტაბურია.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები, ელექტროსისტემასთან შეთანხმებით, პერსპექტიული გრაფიკის მიხედვით არის შედგენილი.