რეაბილიტაცია

ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მდგომარეობის შესწავლისა და აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების მასშტაბებისა თუ პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, 1997 წელს ენგურჰესის ნაგებობების შესწავლა-ანალიზი დაიწყო. 1998-1999 წლებში კი ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის ფართომასშტაბიანი პროექტი შემუშავდა.

 

გეგმის მიხედვით, სადგურის 3-თვიანი გაჩერების დროს ენგურის კაშხლის სარეაბილიტაციო და სადაწნეო გვირაბის სასწრაფო-გადაუდებელი გაუსაფრთხოების სამუშაოები განხორციელდა. პროექტის ფარგლებში ყველა აგრეგატს (#1, #2, #3, #4 და #5)  ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რის შედეგადაც ენგურჰესმა თავის  საპროექტო სიმძლავრეს- 1300 მგვტ-ს მიაღწია. 

 

ენგურჰესის რეაბილიტაციის საწყის ეტაპზე ენგურის კაშხლის ახალი მისაყრდნობი ფარი დამზადდა და დამონტაჟდა. ამავდროულად ვარდნილჰესი I-ზე ელექტრომექანიკური და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. ჩატარდა ვარდნილის კაშხლის, წყალსაშვი კონსტრუქციებისა და მთავარი გამყვანი არხის რეაბილიტაცია/სამშენებლო სამუშაოები.

 

ენგურჰესის საიმედო და გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად 2018-2022 წლებში რეაბილიტაციის მეოთხე ფაზაა გათვალისწინებული. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია სამშენებლო-სარეაბილიტაციო, მონიტორინგის, ჰიდრომექანიკური და ელექტრომექანიკური სამუშაოები.

რეაბილიტაცია