ხელისუფლების წარმომადგენლებმა ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს- WWW.IMEDI.GE

25 აპრ 2021


ენგურჰესში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ. მათ შპს "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ და თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტის უფროსმა ჯონი ჭანიამ უმასპინძლეს. 

„მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი მდგენელია ენერგოდამოუკიდებლობა და სწორედ ენგურჰესისნაირი ჰესები მოგვცემენ იმის შესაძლებლობას, რომ შევძლოთ, შევინარჩუნოთ ეს დამოუკიდებლობა  და გავაძლიეროთ ქვეყნის ეკონომიკა,“ - განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა.

 

დეპუტატებთან ერთად ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა.  

 

იხილეთ ვიდეო

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს- WWW.IMEDI.GE