ნათია თურნავა: „ენგურჰესი თითქმის ნახევარი საუკუნეა არსებობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჰიდროსადგურია, რომელიც ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს განამტკიცებს!"- WWW.BM.GE

31 მარ 2021

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ენგურჰესში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გაეცნო.

 

„ენგურჰესი თითქმის ნახევარი საუკუნეა არსებობს. ეს ჩვენი ეროვნული სიმდიდრეა, რომელიც წინა თაობებმა დაგვიტოვეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჰიდროსადგურია, რომელიც ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს განამტკიცებს. „ენგურჰესის“ გარეშე ჩვენი პოლიტიკური სუვერენიტეტი კითხვის ქვეშ დადგებოდა. ეს არის ობიექტი, რომელიც სრულიად საქართველოს აერთიანებს იმიტომ, რომ სრულიად საქართველოს ემსახურება, მათ შორის, ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს და ეს არის ჩვენი ერთობლივი სიმდიდრე,"- განაცხადა ნათია თურნავამ. 

 

მინისტრის განცხადებით, რა თქმა უნდა, განვითარდება მცირე ენერგეტიკაც - ქარის, მზის, მწვანე წყალბადის ტექნოლოგია, მაგრამ ენგურჰესის მსგავსი კაშხლიანი და წყალსაცავიანი ჰიდროსადგურები მთლიანობაში იმის გარანტიაა, რომ მომავალში არასოდეს ვიყოთ დამოკიდებული ჩვენს სამეზობლოზე იმპორტის თვალსაზრისით.

 

ვრცლად 

ნათია თურნავა: „ენგურჰესი თითქმის ნახევარი საუკუნეა არსებობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჰიდროსადგურია, რომელიც ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს განამტკიცებს!"- WWW.BM.GE