ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრი ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

6 თებ 2021

 

ნათია თურნავა: „ენგურჰესი წინა საუკუნის 70-იანი წლების ბოლოდან არის გაშვებული. მას შემდეგ გვირაბის ასეთი მასშტაბური რეაბილიტაცია არ ჩატარებულა. იყო რამდენიმე რემონტი, მაგრამ დღეს რაც ტარდება, ეს არის მართლაც უახლესი ტექნოლოგიებით და თქვენ ამაში თავადაც დარწმუნდით. სამუშაოზე 300-მდე ადამიანია დასაქმებული და მათი უმრავლესობა ამ რეგიონის მაცხოვრებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ჩვენი ჰიდროენერგიის ყველაზე დიდი წყარო, რომელიც ასაზრდოებს საქართველოს და აწვდის ენერგობაზარს ძალიან დიდი მოცულობის, პრაქტიკურად 40-50%-ის ჰიდრორესურსებს.“ 

 

ლევან მებონია: „კონკრეტულად ახლა გვირაბში მიდის ბურღვა-ცემენტაციის სამუშაოები. ეს არის ერთი ნაწილი საერთო სარეაბილიტაციო სამუშაოებისა, რომელიც მოითხოვს ჰესის გაჩერებას მთლიანად. დამთავრდება ეს სამუშაოები აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში კი ჰესი ჩართული იქნება ქსელში.“
 

იხილეთ ვიდეო

ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრი ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო