ზვიად კილასონია: "ჩვენი ტარიფი რომც შეიცვალოს პლუს-მინუს 10%-ით, ეს სამომხმარებლო ტარიფზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს!"
15 იან 2021
“ტარიფის გადაანგარიშება ყოველ 3 წელიწადში ხდება. მნიშვნელოვანი ცვლილებები ამ მიმართულებით არ იქნება. ჩვენი ტარიფი რომც შეიცვალოს პლუს-მინუს 10%-ით, ეს სამომხმარებლო ტარიფზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს,“- განაცხადა შპს „ენგურჰესის“ ფინანსურმა დირექტორმა ზვიად კილასონიამ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას.
„ამ ეტაპზე დაახლოებით 200-250 მლნ კუბური მეტრის მოცულობის წყლის გაჟონვა ხდება. განსახორციელებელმა სამუშაოებმა აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 30-35%-ით უნდა შეამციროს. ვვარაუდობთ, რომ სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 100 მლნ კვტ.სთ დამატებით ელექტროენერგიას გამოვიმუშავებთ,“- შპს „ენგურჰესის“ ფინანსური დირექტორი ზვიად კილასონია.