,,ენგურჰესის“ რებილიტაცია 15-20 იანვრიდან დაიწყება
,,ენგურჰესის“ რებილიტაცია 15-20 იანვრიდან დაიწყება. შესაბამისად, სწორედ იმ პერიოდიდან მოხდება ჰესის სრულად გაჩერება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან მებონიამ განუცხადა, რეაბილიტაცია 95-100 დღეს გაგრძელდება, ფუნქციონირების განახლების ბოლო ვადა კი 10 მაისია.
„ენგურჰესის რეაბილიტაცია დაიწყება იანვრის შუა რიცხვებიდან, 15-20 იანვრიდან, რის გამოც ჰესი, წესით, 95-100 დღით გაჩერდება. გაჩერების კონკრეტული მიზეზი სადერივაციო გვირაბის რემონტია, სადაც ზუსტად არ ვიცით, რა მდგომარეობა დაგვხვდება, რადგან სამუშაოები სამი წლის წინ დაწყებული პროექტის მიხედვით უნდა წარიმართოს. დანარჩენ ობიექტებზე, რებილიტაციის პროცესი ახლაც მიმდინარეობს, თუმცა გვირაბის ზონა მოითხოვს ჰესის სრულ გაჩერებას. გვირაბი წყლისგან უნდა დაიცალოს, რომ იქ სარემონტო სამუშაოების ჩატარება შესაძლებელი გახდეს.
ჰესი გაჩერდება 95-100 დღით ანუ ფუნქციონირებას აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში აღადგენს. გაუთვალისწინებელი მომენტების შემთხვევაშიც კი, ჰესის მუშაობის აღდგენა10 მაისს არ უნდა გადასცდეს, ეს არის მაქსიმალური ვადა,“- განუცხადა ლევან მებონიამ ,,ბიზნესპრესნიუსს“.