თაღოვან კაშხალზე ღრმაწყლოვანი მიწახაპიას სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს
ენგურის ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავში ღრმაწყლოვანი მიწახაპიას სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს.
„ეს არის ურთულესი პროცესი, რომელზეც 10-15 წლის განმავლობაში ვმუშაობდით. ის თავისი სირთულით არის უნიკალური და მთელ მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ტენდერში გამარჯვებული ჰოლანდიური კომპანიის მოსვლის დღიდან, ამ უდიდესი მექანიზმის აწყობის პროცესში ჩვენი თანამშრომლები ჩართული არიან. სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ღრმაწყლოვან მიწახაპიას სწორედ ჩვენი მექანიკოსები გაუწევენ ექსპლუატაციას, “ - ჯონი ჭანია, შპს „ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
„ჩვენ ვამონტაჟებთ ღრმაწყლოვან მიწახაპიას, რომელსაც 200 მეტრის სიღრმეში ჩაღწევა შეუძლია. მთელ მსოფლიოში ამ სიღრმიდან ლამი ჯერ არავის ამოუღია. ვვარაუდობთ, რომ დანადგარისთვის საბოლოო ფორმის მიცემა, 4-დან 6 კვირამდე გაგრძელდება. როგორც კი ღრმაწყლოვანი მიწახაპიას გამოცდის პროცესი დასრულდება, კაშხლიდან ლამის ამოღებას დავიწყებთ, რაც 1 წელს გაგრძელდება,“ - ვინსენტ ფონ ოოსტერჰოუტი, ჰოლანდიური კომპანია DCN Diving-ის წარმომადგენელი.