გალის რაიონის სოფელ საბერიოში ახალი კორონავირუსის გავრცელების არეალი ლოკალიზებულია
13 სექ 2020
გალის რაიონის სოფელ საბერიოში ახალი კორონავირუსის გავრცელების არეალი ლოკალიზებულია. ინფიცირებულთა შორის შპს „ენგურჰესის“ თანამშრომლებიც იყვნენ. თითოეული მათგანი და მათთან კონტაქტში მყოფი პირები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. სიტუაცია სრულ კონტროლს ექვემდებარება.
ეპიდსიტუაციის შესაბამისად, შპს „ენგურჰესი“ დისტანციურ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს. თანამშრომლები სამსახურში მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეულ შემთხვევებში ცხადდებიან, სამორიგეო პერსონალი ცვლების მიხედვით არის განაწილებული. ადგილზე მისული თანამშრომლების სამუშაო პირობები უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების შესაბამისად არის დაცული.
შპს „ენგურჰესის“, როგორც სტრატეგიული ობიექტის ფუნქციონირებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და საწარმო ჩვეულ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს.