შპს „ენგურჰესში“ ინტეგრირებული საერთაშორისო მენეჯმენტის სისტემების სასერტიფიკაციო აუდიტი ჩატარდა

20 აგვ 2020

 

მიმდინარე წლის 18-19 აგვისტოს, ორგანიზაციაში ინტეგრირებული საერთაშორისო მენეჯმენტის სისტემების სასერტიფიკაციო აუდიტი ჩატარდა. აღნიშნული ინიციატივა ორგანიზაციაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. 


ISO9001-2015 (ხარისხის მენეჯმენტის სისტემა ), ISO 14001 (გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემა) და ISO45001 (სამუშაო გარემოს,შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მენეჯმენტის სისტემა) საერთაშორისო სერტიფიკატები შპს „ენგურჰესს“ გერმანული სასერტიფიკაციო ორგანიზაცია TÜV SÜD-ის საერთაშორისო აუდიტორების დასკვნის საფუძველზე მიენიჭება. 


ინტეგრირებული მენეჯმენტის სისტემების დანერგვის პროცესი შპს „ენგურჰესში“ 2018 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს.

შპს „ენგურჰესში“ ინტეგრირებული საერთაშორისო მენეჯმენტის სისტემების სასერტიფიკაციო აუდიტი ჩატარდა