თითოეული კაშხალი წყალსაცავზე ათასჯერ დიდ ტერიტორიას იცავს წყალდიდობისგან

19 ივნ 2020

 

სტერეოტიპს – „ადამიანი უძლურია სტიქიის წინაშე“ – პრაქტიკულად ანგრევს კაშხლების დანიშნულება, რომელთა მეშვეობით წყალდიდობების დროს ჭარბი ჰიდრორესურსის აკუმულირება ხდება წყალსაცავში და შედარებით მშრალ სეზონზე შესაძლებელია ამ რესურსის გამოყენება როგორც ელექტროენერგიის გენერაციისთვის, ისე სარწყავი და სასმელი წყლის ქსელების მოსამარაგებლად.

 

მაგალითად, სამეგრელოს ტერიტორიისათვის დამახასიათებელ სტიქიურ ბუნებრივ მოვლენებს შორის წყალდიდობები განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. ბუნების საშიშ მოვლენას იწვევს არა მარტო თავსხმა წვიმები და თოვლის საფარის ინტენსიური დნობა, არამედ მეწყერებით, კლდე–ზვავებით და თოვლის ზვავებით ჩახერგილი უბნების ზემოთ შექმნილი დროებითი წყალსატევების უეცარი განტვირთვა.

 

სამეგრელოს მოსახლეობა უხსოვარი დროიდან განიცდიდა წყალდიდობების ზემოქმედებას. მაგრამ „ენგურჰესის“ კაშხლის აგების შემდეგ, ენგურის ხეობაში, კაშხლიდან დელტამდე, დამანგრეველი წყალმოვარდნები აღარ ფიქსირდება. ელექტროენერგიის გენერაციის გარდა, „ენგურჰესის“ წყალსაცავი, მოცულობით 110 მილიონი კუბური მეტრი, მდინარის წყალდიდობის ხარჯების აკუმულირებასაც უზრუნველყოფს და მოსახლეობას დატბორვებისგან იცავს.


თბილისის 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ, რომელმაც 23 ადამიანი იმსხვერპლა, გეოლოგები, მსგავსი სტიქიის პრევენციის მიზნით, მდინარე ვერეზე კაშხლის აგების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. მაშინდელი წყალდიდობის გამომწვევი მეწყრული ზონა დღესაც აქტიურია.

 

სტერეოტიპს – „ადამიანი უძლურია სტიქიის წინაშე“ – პრაქტიკულად ანგრევს კაშხლების დანიშნულება, რომელთა მეშვეობით წყალდიდობების დროს ჭარბი ჰიდრორესურსის აკუმულირება ხდება წყალსაცავში და შედარებით მშრალ სეზონზე შესაძლებელია ამ რესურსის გამოყენება როგორც ელექტროენერგიის გენერაციისთვის, ისე სარწყავი და სასმელი წყლის ქსელების მოსამარაგებლად.

 

მაგალითად, სამეგრელოს ტერიტორიისათვის დამახასიათებელ სტიქიურ ბუნებრივ მოვლენებს შორის წყალდიდობები განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. ბუნების საშიშ მოვლენას იწვევს არა მარტო თავსხმა წვიმები და თოვლის საფარის ინტენსიური დნობა, არამედ მეწყერებით, კლდე–ზვავებით და თოვლის ზვავებით ჩახერგილი უბნების ზემოთ შექმნილი დროებითი წყალსატევების უეცარი განტვირთვა.

 

სამეგრელოს მოსახლეობა უხსოვარი დროიდან განიცდიდა წყალდიდობების ზემოქმედებას. მაგრამ „ენგურჰესის“ კაშხლის აგების შემდეგ, ენგურის ხეობაში, კაშხლიდან დელტამდე, დამანგრეველი წყალმოვარდნები აღარ ფიქსირდება. ელექტროენერგიის გენერაციის გარდა, „ენგურჰესის“ წყალსაცავი, მოცულობით 110 მილიონი კუბური მეტრი, მდინარის წყალდიდობის ხარჯების აკუმულირებასაც უზრუნველყოფს და მოსახლეობას დატბორვებისგან იცავს.

 

რა ხდებოდა ენგურის უნიკალური კაშხლის აშენებამდე და რა ვითარებაა დღეს ენგურის ხეობაში წყალდიდობების მხრივ, სოფელი რუხის მკვიდრი, 70 წელს მიტანებული ბატონი ვალერი მოგვითხრობს.

 

„მე მაშინ პატარა ვიყავი, ახლა უკვე 70 წლის ვხდები და ჩემი თვალით მაქვს ნანახი, რომ წყალდიდობები იყო ხშირად, წელიწადში ორჯერ, სამჯერ. ენგური კალაპოტიდან გადადიოდა, ყანებში შედიოდა და ზარალსაც იღებდა მოსახლეობა. დიდი წყალი მოდიოდა, რუხის ხიდთან ორად იყოფოდა მდინარე, ჩვენსკენ ცოტა ნაკლები, ჭუბურხინჯისკენ, აფხაზეთის მხარეს უფრო დიდი იყო. კალაპოტის გასწვრის რაც იყო მიწები, თან ჩაიტანდა ხოლმე და ყანებში ჩადიოდა. თოვლის დნობა რომ იწყებოდა, მაშინ გაზაფხულზე და ზაფხულში წვიმების დროს ერთმანეთს ემატებოდა ეს ყველაფერი. ბორანსაც წაიღებდა ხოლმე, ჩვენს ყანებში გადასასვლელს და ზღვაში მიჰქონდა. სიმინდის ყანებს, სავარგულებს, ბოსტნებშიც ვარდებოდა. სვანეთიდან მორები ჩამოჰქონდა, ტივები, მდინარე დაფარული იყო მთლიანად, ხე-ტყეს რომ ჭრიდნენ, ქაღალდის კომბინატში მიჰქონდათ და ქაღალდად გადააქცევდნენ. მერე გაფართოებული კალაპოტი პატარავდებოდა და ისევ სუფთა ხდებოდა წყალი“, – იხსენებს რუხის მკვიდრი.

 

„ახლა უკვე, რაც ჰესი აშენდა, წყალდიბობები არაა. ჰესის შემდეგ არც მინახავს ენგურზე წყალდიდობა და არც გამიგია. ადრე კოლმეურნეობის იყო ეს მიწები, მერე ხალხს მისცეს და ხალხი ამუშავებდა. ჰესის აშენების მერე მიწების ფართობმა და რაოდეობამ მოიმატა. ის საყანედ, მაგალითად, ლობიოსთვის, სიმინდისთვის კარგი ნიადაგია და აქტიურად იყენებდა ხალხი, მით უმეტეს, მოსახლეობაც გაიზარდა და სახნავ-სათესი ფართობებიც“, – მოგვითხრობს 70 წლის ვალერი.

 

ვრცლად

თითოეული კაშხალი წყალსაცავზე ათასჯერ დიდ ტერიტორიას იცავს წყალდიდობისგან