EBRD-მა "ენგურჰესის" რეაბილიტაციისთვის დამატებით 10 მლნ ევრო გამოყო

13 ივნ 2020

 

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან" გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს ენგურჰესის რეაბილიტაციას (მათ შორის, ენგურის სადაწნეო გვირაბის რეაბილიტაციას), რომელიც ასევე, მოიცავს ჰიდრომეტეოროლოგიური და ჰიდრომეტრიული სადგურის მონტაჟს.

 

"2018 წელს პროექტის განხორციელების მიზნით, EBRD-მა საქართველოს სესხის სახით, 28 მლნ. ევრო გამოუყო. გასულ წელს, წინასწარი კვლევითი სამუშაოების ჩატარების დროს აღმოჩნდა, რომ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის გვირაბში დამატებითი სამუშაოებია ჩასატარებელი, საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი იყო ჩამოსული, გათვალეს, რომ დამატებითი სამუშაოს ღირებულება არის დაახლოებით 10 მლნ ევრო, შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და მათ გამოთქვეს მზადყოფნა, დამატებით 10 მლნ ევრო გამოყონ და ჯამში, ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციაზე მიემართება 38 მილიონი ევრო", - განაცხადა კაკაურიძემ.

 

ვრცლად 

EBRD-მა "ენგურჰესის" რეაბილიტაციისთვის დამატებით 10 მლნ ევრო გამოყო