შპს "ენგურჰესში" თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება გრძელდება

16 მარ 2020

 

 

შპს "ენგურჰესში" თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება გრძელდება. ამჯერად შესაბამისმა პერსონალმა სასწავლო კურსი მეტროლოგიაში გაიარა. ისინი ელექტრომზომი ხელსაწყოების, მაგნეტიზმისა და წნევის მზომი მოწყობილობების დაკალიბრების თავისებურებებს გაეცნენ. თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება ორგანიზაციის ხარისხის მართვის სამსახურის ინიციატივით, საერთაშორისო სტანდარტების ინტეგრირებული სისტემის დანერგვის პროცედურების ფარგლებში ხორციელდება. 


სასწავლო კურსი უკრაინაში, კერძოდ კი ხარკოვის მეტროლოგიის ეროვნული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე ჩატარდა. 


სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შემდეგ შპს „ენგურჰესის“ თანამშრომლებს საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ.

შპს "ენგურჰესში" თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება გრძელდება