შპს "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის სატელეფონო ჩართვა "საქმიანი დილის" ეთერში

13 იან 2020

 

„წყალსაცავში რესურსი შეზღუდულია. ამის მიზეზი იყო მცირეწყლიანობა და აფხაზეთში გაზრდილი მოხმარება. მომდევნო თვეები, იანვრის ბოლოდან თებერვალ-მარტი, განსაკუთრებით მძიმე იქნება, იმიტომ რომ ის რესურსი, რაც წყალსაცავშია და მოსალოდნელი შემოდინება, არ არის საკმარისი აფხაზეთის მოხმარების დასაფარად,“ - განაცხადა შპს "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ "საქმიან დილასთან" სატელეფონო საუბარში.

 

“ენგურჰესის ელექტრომექანიკური და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. სადერივაციო გვირაბის რემონტი, რომელიც ჰესის გაჩერებას მოითხოვს, 2021 წლის თებერვლის მეორე ნახევრიდან მაისის ჩათვლით არის დაგეგმილი,"- დასძენს შპს "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

 

იხილეთ ვიდეო

შპს "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის სატელეფონო ჩართვა "საქმიანი დილის" ეთერში