2021 წლის თებერვლიდან ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაცია იწყება

1 ნოე 2019

საქართველოს უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის სადერივაციო გვირაბში სარემონტო სამუშაოები იგეგმება. შესაბამისად, 2021 წელს ენგურჰესის ხუთივე აგრეგატი 3 თვით გაჩერდება. სარემონტო სამუშაოები 2021 წლის თებერვლის ბოლოდან მაისის ბოლომდე გაგრძელდება. აღნიშნულ თემასთან დაკაშირებით, რუსულენოვან გამოცემა "სპუტნიკ საქართველოს" მიერ დასმულ კითხვებს ორგანიზაციის ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ უპასუხა.

 

"სადერივაციო გვირაბი ძალიან დიდი ობიექტია. ეს არის რთული გვირაბი, რომელიც რემონტს საჭიროებს. მისი სიგრძე 15,5 კილომეტრია, დიამეტრი კი- 9,5 მეტრი. ბუნებრივია, რომ სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას გვირაბი დაშრება და აგრეგატები გაჩერდება,"- განმარტავს ენგურჰესის ტექნიკური დირექტორი.
 

ვრცლად

2021 წლის თებერვლიდან ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაცია იწყება