ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა.

18 ივნ 2024

ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ერთობლივი, გასვლითი სხდომა გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრას საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე  გენადი არველაძე, ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები, შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია, ტექნიკური დირექტორი გია ხუბუა, ფინანსური დირექტორი ზვიად კილასონია და კომერციული დირექტორი ირაკლი შენგელია ესწრებოდნენ.  


გენადი არველაძემ ენერგეტიკის დარგში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგებსა და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმებზე ისაუბრა. ამასთანავე, სხდომის მონაწილეებმა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ განმარტა, წარმოდგენილი ცვლილებების საფუძველზე იქმნება სტანდარტიზაციის ეროვნული საბჭო, რაც სტანდარტიზაციის ნაწილში, ევროპულ სისტემებთან სრულად დაახლოების სავალდებულო პირობაა.  გარდა ამისა, ცვლილებები შეეხება საერთაშორისო სტანდარტებთან ტერმინოლოგიურ თანხვედრას. 
 
კომიტეტის წევრებმა განხილულ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა.