ენგურჰესმა ISO-ს რესერტიფიცირება 2026 წლამდე გაიარა
24 ოქტ 2023
ენგურჰესმა ISO-ს რესერტიფიცირება 2026 წლამდე გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაციამ სერტიფიკატები სამივე მიმართულებით შეინარჩუნა.
ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემას ეხება, ISO 14001:2015 გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემას მოიცავს, ISO 45001:2018 კი სამუშაო გარემოს, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მენეჯმენტს ითვალისწინებს.
საერთაშორისო სასერტიფიკაციო აუდიტი ენგურჰესში ქართული კომპანია "MAGNUM OPUS"-ისა და "TUV AUSTRIA "-ს ექსპერტებმა ჩაატარეს.
ინტეგრირებული მენეჯმენტის სისტემების დანერგვის პროცესი ორგანიზაციაში ხარისხის მართვის სამსახურის ინიციატივითა და ძალისხმევით, 2018 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს.
