ენგურჰესმა ISO-ს რესერტიფიცირება 2026 წლამდე გაიარა
24 Oct 2023
ენგურჰესმა ISO-ს რესერტიფიცირება 2026 წლამდე გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაციამ სერტიფიკატები სამივე მიმართულებით შეინარჩუნა.
ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემას ეხება, ISO 14001:2015 გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემას მოიცავს, ISO 45001:2018 კი სამუშაო გარემოს, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მენეჯმენტს ითვალისწინებს.
