ენგურჰესმა ინტეგრირებული მენეჯმენტის სისტემების რესერტიფიცირება წარმატებით გაიარა

15 ოქტ 2023

 

ენგურჰესმა ინტეგრირებული მენეჯმენტის სისტემების - ISO 9001-ის, ISO 45001-ისა და ISO 14001-ის რესერტიფიცირება წარმატებით გაიარა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ორგანიზაციაში საერთაშორისო სასერტიფიკაციო აუდიტი ჩატარდა.

 

სასერტიფიკაციო აუდიტის წარმატებით გავლის შედეგად, შპს "ენგურჰესმა" სერტიფიცირებული კომპანიის სტატუსი მომდევნო სამი წლის ვადით შეინარჩუნა.

 

საერთაშორისო სასერტიფიკაციო აუდიტი ენგურჰესი ქართული კომპანია "MAGNUM OPUS"-ისა და "TUV AUSTRIA "-ს ექსპერტებმა ჩაატარეს.  

 

აღსანიშნავია, რომ ISO 9001:2015 (ხარისხის მენეჯმენტის სისტემა), ISO 14001:2015 (გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემა) და ISO 45001:2018 (სამუშაო გარემოს, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მენეჯმენტის სისტემა) საერთაშორისო სერთიფიკატები შპს "ენგურჰესს" 2020 წელს მიენიჭა.


ინტეგრირებული მენეჯმენტის სისტემების დანერგვის პროცესი ორგანიზაციაში ხარისხის მართვის სამსახურის ინიციატივითა და ძალისხმევით, 2018 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს.

ენგურჰესმა ინტეგრირებული მენეჯმენტის სისტემების რესერტიფიცირება წარმატებით გაიარა