ენგურჰესის სათაო ოფისში EBRD-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
ენგურჰესის სათაო ოფისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. სტუმრებს კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ და ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის რეაბილიტაციის პროექტის მენეჯერმა მალხაზ ცქვიტიშვილმა უმასპინძლეს.
მხარეებმა რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტის დეტალები განიხილეს. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნულ ეტაპზე არსებული ვითარება შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარე ეტაპის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება. თუმცა მხარეებმა განიხილეს შემდეგი ფინალური ფაზა, რომელიც 3-წლიან ციკლს მოიცავს. რეაბილიტაციის პროექტის მეოთხე ეტაპის საბოლოო ფაზა სადაწნეო გვირაბის ფინალურ რეაბილიტაციას, კაპიტალურ რემონტებსა და სასწრაფო თუ გადაუდებელ სამუშაოებს მოიცავს.