ენერგეტიკული ბირჟის გაშვებასთან დაკავშირებით, რეფორმების ჯგუფის შეხვედრა გრძელდება

29 მაი 2023

 

 

ენერგეტიკული ბირჟის გაშვებასთან დაკავშირებით, შპს „ენგურჰესის“ სათაო ოფისში რეფორმების ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს. 

 


შეხვედრას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ენერგეტიკული ბირჟისა და შპს „ენგურჰესის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დისკუსიის ფარგლებში, მხარეებმა  გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს და შეთანხმებას მიაღწიეს. 

 


აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკული ბირჟის გაშვებასთან დაკავშირებით, რეფორმების ჯგუფის მორიგი შეხვედრა შპს „ენგურჰესის“ კომერციული სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. ამასთანავე, მსგავსი დისკუსიები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. 

ენერგეტიკული ბირჟის გაშვებასთან დაკავშირებით, რეფორმების ჯგუფის შეხვედრა გრძელდება