ენგურჰესში ციფრული მმართველობის დანერგვაზე ასვტრიელი სპეციალისტები იმუშავებენ - რუსთავი 2
4 აპრ 2023
ციფრული მმართველობის დანერგვის მიზნით, ენგურჰესს ავსტრიული კომპანია „ვერბუნდის“ წარმომადგენლები ეწვივნენ. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, უცხოელმა სპეციალისტებმა თაღოვანი კაშხლის ტერიტორია დაათვალიერეს, აქ არსებულ ნაგებობებს დეტალურად გაეცნენ და ორგანიზაციაში მოქმედი ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემის დონის შესაფასებელი სამუშაოები ჩაატარეს.
ციფრული მმართველობის დანერგვისთვის საჭირო ტექნიკური დავალების გასაწერად, ავსტრიელი ექსპერტების ძირითად ამოცანას ენგურჰესის საკონტროლო სისტემის შემოწმება და საოპერაციო სამსახურის წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაციის მიღება წარმოადგენს.
ვრცლად