"წარმატებისა და აღიარების პროგრამა 2022"-ში ენგურჰესმა 2 ნომინაციაში გაიმარჯვა

12 იან 2023

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "წარმატებისა და აღიარების პროგრამა 2022"-ის დაჯილდოების ცერემონიალს ტექნოპარკმა უმასპინძლა. შპს "ენგურჰესმა" აღნიშნული პროექტის ორ პერსონალურ ნომინაციაში გაიმარჯვა.

 

ნომინაციაში - "საუკეთესო ტექნიკური თანამშრომელი" - გაიმარჯვა სოსო ჭანტურიამ,  სტრუქტურის „ყველაზე ინოვატორი თანამშრომლის“ სტატუსი კი მერაბ გერგედავამ მიიღო. ვულოცავთ ბატონ სოსოსა და ბატონ მერაბს ამ გამარჯვებას, ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და პროფესიულ წარმატებებს ვუსურვებთ! 


შეგახსენებთ, რომ "წარმატებისა და აღიარების პროგრამა 2019"-ის ფარგლებში, შპს "ენგურჰესმა" ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა და გრან-პრის - "საუკეთესო სტრუქტურა" - მფლობელი გახდა. კოვიდ პანდემიის გამო, 2020 წლის ცერემონია ორი წლის დაგვიანებით შედგა და ამჯერად ჩვენი ორგანიზაცია ორ ნომინაციაში გამარჯვებით ფინალისტი გახდა. 


წლევანდელ კონკურსში გნარ-პრი სამინისტროს ცენტრალურმა აპარატმა მოიპოვა. ვულოცავთ კოლეგებს გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ! 

"წარმატებისა და აღიარების პროგრამა 2022"-ში ენგურჰესმა 2 ნომინაციაში გაიმარჯვა