ლევან მებონია:  “უახლოეს მომავალში გვეყოლება დიდი რაოდენობით ვიზიტორი!"- www.imedi.ge

17 თებ 2022

 

 

 “უახლოეს მომავალში გვეყოლება დიდი რაოდენობით ვიზიტორი, რაც, ბუნებრივია, ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას, ადამიანების დასაქმებასა და საერთოდ, ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით,“- განაცხადა შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ.

 

აღსანიშნავია, რომ შპს „ენგურჰესს“, სს „ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და შპს „ენგური ატრაქციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულება ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ტურისტული პოტენციალის ათვისებასა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს.

 

იხილეთ ვიდეო

 

ლევან მებონია:  “უახლოეს მომავალში გვეყოლება დიდი რაოდენობით ვიზიტორი!"- www.imedi.ge