შპს,,ენგურჰესი“ თურქეთში საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის რეალიზაციის (ელექტროენერგიის ექსპორტის პირდაპირი ხელშეკრულების დადების) მიზნით აცხადებს კონკურსს
I. საექსპორტო ელექტროენერგიის მიწოდების ზოგადი პირობები
1. შპს ,,ენგურჰესის“ მიერ წარმოებული და 2021 წლის 18 – 31 მაისის თვის განმავლობაში საპროგნოზო საექსპორტო ელექტროენერგიის მოცულობა შეადგენს 60,0 მეგავატს ბაზისურად.
2. საანგარიშო თვის ელექტროენერგიის მიწოდების საპროგნოზო გრაფიკი ხელშეკრულების მხარეთა მიერ დამტკიცდება ხელშეკრულებასთან ერთად, ხოლო ყოველგვარი ცვლილება ან დამატება გრაფიკში უნდა შეთანხმდეს შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე.
3. საპროგნოზო გრაფიკმა თვის მიმდინარეობის პერიოდში, მიმწოდებლისგან დამოუკიდებელი მიზეზებიდან, ასევე სხვა ფორს-მაჟორული გარემოებებიდან (მათ შორის წყლის საპროგნოზო შემოდინების ნაკლებობიდან, საქართველოს ან თურქეთის ენერგოსისტემის ტექნიკური ოპერატორის მოთხოვნიდან, საქართველოს ან თურქეთის გადამცემი ქსელის დაზიანებიდან, სასისტემო ავარიიდან ან სხვა ობიექტური გარემოებებიდან) გამომდინარე შესაძლოა განიცადოს მნიშვნელოვანი კორექტირება. აღნიშნული გარემოებ(ებ)ის არსებობა გამორიცხავს გამყიდველის ყოველგვარ პასუხისმგებლობას.
4 სისტემის ტექნიკური ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში (მათ შორის ოპერატიული მოთხოვნის შემთხვევაში) საექსპორტო ელექტროენერგიის მიწოდების დროებით შეწყვეტა (შეფერხება) უნდა ეცნობოს შემსყიდველს მათი დადგომიდან არაუგვიანეს 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში. აღნიშნული გარემოებ(ებ)ის არსებობა გამორიცხავს გამყიდველის ყოველგვარ პასუხისმგებლობას.
________________________________________
II. კომერციული წინადადების წარდგენის პირობები
1. პრეტენდენტმა, წინამდებარე წესებში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე უნდა გამოაგზავნოს შესასყიდი ელექტროენერგიის ერთი კვტ.სთ-ის ღირებულების შესახებ კომერციული წინადადება (მეასედამდე დამრგვალებით) ქართულ ენაზე.
2. პირველ პუნქტში მითითებულ კომერციულ წინადადებას პრეტენდენტი წარადგენს შპს ,,ენგურჰესის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.engurhesi.ge გამოქვეყნების დღიდან არაუგვიანეს 2021 წლის 10 მაისის 15.00 საათამდე (საქართველოს დროით), წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადებები არ ჩაითვლება მიღებულად და შესაბამისად, არ განიხილება. წინადადება უნდა გამოიგზავნო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@engurhesi.ge.
________________________________________
III. კომერციული წინადადების შეფასების პირობები
1. გამარჯვებულად ჩაითვლება პრეტენდენტი, რომელიც წარმოადგენს უმაღლეს ფასს. თანაბარი ფასების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება უმაღლესი ფასის პირველ წარმომთქმელ პრეტენდენტს.
2. შპს "ენგურჰესი" იტოვეს უფლებას, არ გააფორმოს ელექტროენერგიის ექსპორტის პირდაპირი ხელშეკრულება, თუკი მისთვის მიუღებელია გამარჯვებული პრეტენდენტის მერ შემოთავაზებული ფასი. შესაბამისად, კონკურსის ნებისმიერი შედეგი ცხადდება გაუქმებულად და კონკურსის მიმდინარეობას შპს "ენგურჰესისთვის" არანაირი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება, რაც შესაბამისად გამორიცხავს მის მიმართ ნებისმიერი სახის პრეტენზიის წარდგენას.
________________________________________
IV. ხელშეკრულების ზოგადი პირობები
1. ელექტროენერგიის ექსპორტის პირდაპირი ხელშეკრულების მარეგულირებელ სამართალს წარმოადგენს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა, ხოლო დავის განხილველ ორგანოს საქართველოს სასამართლო. გამარჯვებული პრეტენდენტი უპირობოდ აცხადებს უარს აღნიშნული პირობის რაიმე ფორმით ბათილობის მოთხოვნის ან/და სხვა ნებისმიერი სახით გაპროტესტების უფლების გამოყენებაზე. საქართველოს სასამართლოებს გააჩნიათ გამომრიცხავი (ექსკლუზიური) ხასიათის განსჯადობა წინამდებარე განცხადებიდან და შემდგომ გაფორმებული ელექტროენერგიის ექსპორტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე და მასთან (მათთან) დაკავშირებული (მისგან/მათგან წარმოშობილ) დავასთან.
2. ელექტროენერგიის ექსპორტის პირდაპირი ხელშეკრულების სავალდებულო პირობაა ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების (ახალი ბაზრის წესების ამოქმედებამდე რედაქციით) 145 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ ე.წ. Take or Pay-ს წესი.
3. ელექტროენერგიის ექსპორტის პირდაპირი ხელშეკრულების სავალდებულო პირობაა ელექტროენერგიის ღურებულების აუნაზღაურებლობის ან ნაწილობრივი ანაზღაურების შემთხვევებში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.