ირაკლი შენგელია
კომერციული დირექტორი
დაბადების თარიღი: 28.10.1978
განათლება:
1998-2003 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობა - სამართალმცოდნეობა (წარჩინებით);
1999-2000 - გოეთეს ინსტიტუტი, გერმანული ენის კურსი;
1999 - ამერიკული ცენტრი, კომპიუტერის შემსწავლელი კურსები;
1994-1997 - პროფესიული სასწავლებელი, სპეციალობა - სამშენებლო საქმე.
პროფესიული გამოცდილება:
2021- დღემდე - შპს „ენგურჰესის“ კომერციული დირექტორი (დირექტორთა საბჭოს წევრი);
2018- 2021- სს „ტრანსმშენის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
2017 – 2018 - სს „ტრანსშენის“გენერალური დირექტორი;
2015-2017 - აიპი „ინოვაციების განვითარების ფონდის“ პროექტის მენეჯერი;
2013 – 2015 - შპს „გურია პოლიმეტალსის“ დირექტორი;
2013 – 2014 - მედია ცენტრ „აფხაზეთის ხმის“ კომერციული დირექტორი;
2011-2013 - შპს „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის“ დირექტორი კომერციული უსაფრთხოების საკითხებში (დირექტორთა საბჭოს წევრი);
2006-2011 - შპს „საქართველოს ნავთობის და გაზი კორპორაციის“ დირექტორი უსაფრთხოების საკითხებში (დირექტორთა საბჭოს წევრი);
2004-2006 - სს „ნავთობის ეროვნული კომპანია საქნავთობის“ გენერალური დირექტორის მოადგილე;
2004-2013 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილების უფროსი;
2002-2003 - საქართველოს ახალგაზრდა სახელმწიფო მოხელეთა ასოციაციის იურიდიული მიმართულების კოორდინატორი;
2002-2004 - შპს „გამომცემლობა დიოგენეს“ იურისტი;
2002 - სამართალდამცავებისთვის (პოლიცილები და პროკურორები), პედაგოგებისა და ჟურნალისტებისთვის ტრენინგ-სემინარების ორგანიზება და ჩატარება „ბავშვის უფლებების შესახებ“ რეგიონებში;
2000-2002 - არასამთავრობო ორგანიზაცია „მოზარდთა განვითარების ცენტრის“
ბავშვის უფლებებზე მომუშავე იურისტ-კონსულტანტი;
2001 - მოზარდთა განვითარების ცენტრი, ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება;
1999-2001 - საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლის თანაშემწე;
1998-2001 – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურიდიული დახმარების ცენტრის უფროსი ასისტენტი;
ტრენინგები და კურსები:
23.09.2011-15.12.2011 - ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების სწავლების ევროპული ცენტრი, ლიდერების პროგრამა - უსაფრთხოების მოწინავე კვლევის შესახებ, მიუნხენი/ გერმანია;
2008 – „ნედლი ნავთობ პროდუქტები შუა და სამხრეთ ევროპაში“, Confidence Course, ნიცა, საფრანგეთი.
2003 - პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2002 – ბავშვთა უფლებათა კონვენციის UNISEF-ის პოპულარიზაციაზე ტრენინგ-სემინარი (ტრენერი);
2001 - სტუდენტური ბანაკი, თემა - სამართლებრივი სახელმწიფო, სამოქალაქო საზოგადოება;
1999 - კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კონფლიქტების ალტერნატიული გადაწყვეტის მეთოდები;
ჯილდოები:
2008 - ვახტანგ გორგასალის სახელობის III ხარისხის ორდენი;
2006 - საქართველოს შსს მინისტრის ჯილდო;
2005 - სს „ნავთობის ეროვნული კომპანია საქნავთობის“ გენერალური დირექტორის ჯილდო.
ენები:
ქართული - მშობლიური;
რუსული ენა- კარგად;
გერმანული ენა - კარგად