ენგურჰესს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე წამყვანი აუდიტორების ჯგუფი ეყოლება

6 Jun 2023

 

ენგურჰესში თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება გრძელდება. ამჯერად ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი ვეკუამ და წამყვანმა სპეციალისტმა ბაჩანა ბაძაღუამ ინტეგრირებული მენეჯმენტის სისტემების წამყვანი აუდიტორების სასწავლო-სასერტიფიკაციო კურსი ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გაიარეს. 

აღნიშნული პროექტი საერთაშორისო სასწავლო ცენტრ JLB Australia-სა და საერთაშორისო სასერტიფიკაციო ორგანო TQCSI-ს ორგანიზებით განხორციელდა. კურსი EXEMPLAR GLOBAL-ის მიერ არის აკრედიტებული. 

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. აღნიშნული ინიციატივის შედეგად, ენგურჰესს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე წამყვანი აუდიტორების ჯგუფი ეყოლება.
 

ენგურჰესს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე წამყვანი აუდიტორების ჯგუფი ეყოლება