შპს „ენგურჰესში“ ინტეგრირებული საერთაშორისო მენეჯმენტის სისტემების მორიგი სასერტიფიკაციო აუდიტი ჩატარდა
19 Dec 2022
შპს "ენგურჰესმა" ინტეგრირებული მენეჯმენტის სისტემების ISO 9001-ის, ISO 45001-ისა და ISO 14001-ის საზედამხედველო აუდიტი წარმატებით გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ მიღებული საერთაშორისო სერტიფიკატები კომპანიამ სამივე მიმართულებით შეინარჩუნა.
საზედამხედველო აუდიტის პროცედურა TUV Avstria-სა და „მაგნუმ ოპუსის“ საერთაშორისო აუდიტორების ჯგუფმა ჩაატარა.