Touristic Center

 

დღეს, როდესაც ტურიზმის სფეროსადმი დაინტერესება სულ უფრო მზარდია, ენგურჰესის მნიშვნელობა ამ მიმართულებითაც განსაკუთრებულია. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის განკარგულებით, ენგურის კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ატრაქციის შექმნა იგეგმება. აღნიშნული პროექტი აღმოჩენათა ცენტრის, გადასახედი პლატფორმების, პანორამა ლიფტის, საბაგირო გზისა და  ზიპლაინის მოწყობას, ამავდროულად წყლის სპორტის სახეობების განვითარებას ითვალისწინებს. ენგურის ტურისტული ზონა წელიწადში სავარაუდოდ  400 ათასამდე ტურისტს მოემსახურება.  
 

ინდუსტრიული მემკვიდრეობის მონუმენტურ ძეგლებზე ტურისტული ატრაქციის მოწყობის პრაქტიკა  მთელ მსოფლიოში  მხოლოდ რამდენიმე მსგავს პროექტს იცნობს. აქედან ერთ-ერთი ჰუვერის დამბის სახელითაა  ცნობილი  (აშშ. კალიფორნია).  თუმცა ენგურჰესის ტურისტულ ზონას მულტიდისციპლინური ატრაქციებისა და სამეცნიერო-აღმოჩენათა ცენტრის გათვალისწინებით,  საშუალოვადიან პერსპექტივაში მსოფლიო ანალოგი არ აქვს.   
 

Touristic Center