ენგურჰესის გამომუშავებული ელექტროენერგია რეაბილიტაციის შემდეგ გაიზარდა- www.report.ge

27 May 2021

 

ენგურჰესზე სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შემდეგ, ელექტროენერგიის გამომუშავება მკვეთრად გაიზარდა.

 

საქართველოს ყველაზე დიდმა ჰიდროელექტროსადგურმა 2020 წლის მაისის 24 დღეში 141.353 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი (2021 წლის 1-დან 24 მაისის ჩათვლით) ეს მაჩვენებელი 98,5%-ით 280.608 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა.

 

მნიშვნელოვანი, 98,5%-იანი ზრდა ერთი არასრული თვის სტატისტიკური მონაცემია. ენგურჰესის გენერალური დირექტორი, ჰესის ფუნქციონირების აღდგენამდეც გამომუშავების 10-15%-ით ზრდას პროგნოზირებდა.

 

ცნობისთვის, საქართველოს გენერაციის 40% ენგურჰესზე მოდის.

ვრცლად

ენგურჰესის გამომუშავებული ელექტროენერგია რეაბილიტაციის შემდეგ გაიზარდა- www.report.ge