ენგურჰესის რეაბილიტაციის მეოთხე ფაზის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, სემეკში შეხვედრა შედგა
2 Mar 2021
ენგურჰესის რეაბილიტაციის მეოთხე ფაზის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში შეხვედრა შედგა. შპს „ენგურჰესის“ ფინანსურმა დირექტორმა ზვიად კილასონიამ და პროექტის აღმასრულებელი ბიუროს მენეჯერმა მალხაზ ცქვიტიშვილმა დამსწრე საზოგადოებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია გააცნეს.
შეხვედრას სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, კომისიის წევრი გოჩა შონია და ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მხარეების განცხადებით, ენგურჰესის რეაბილიტაციის მეოთხე ფაზა გაწერილი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და სადერივაციო გვირაბის სარემონტო სამუშაოები აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.