ნათია თურნავა: "ენგურჰესი არის ჩვენი საერთო სიმდიდრე, რომელიც აერთიანებს სრულიად საქართველოს!"

6 Feb 2021

 

 

„ამ სამუშაოების შედეგად მოსალოდნელია, რომ სულ მცირე, 100 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია დაემატება დღევანდელ გამომუშავებას. ეს არის ძალიან ძვირფასი ენერგია ჩვენთვის და ჩვენი აფხაზი დებისა და ძმებისთვის, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი საერთო სიმდიდრე, რომელიც აერთიანებს სრულიად საქართველოს,"- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  ნათია თურნავამ.

 


„გვაქვს ლამის ამოღების სამუშაოები, გვაქვს ჰიდრომექანიკური და ელექტრომექანიკური მოწყობილობების შეცვლა. ასე რომ, 2021 წლის ბოლოსთვის, როცა ამ პროგრამას დავამთავრებთ, ჰესი იქნება უფრო საიმედო და უფრო გამართული,“-განმარტა შპს "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ.

 

იხილეთ ვიდეო

ნათია თურნავა: "ენგურჰესი არის ჩვენი საერთო სიმდიდრე, რომელიც აერთიანებს სრულიად საქართველოს!"