ლევან მებონია: "ჰესი უნდა ჩაირთოს ქსელში არაუგვიანეს 1-ლი მაისისა და დაიწყოს ელექტროენერგიის გამომუშავება!"

18 Jan 2021

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა: "ენგურჰესი არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელობანი ობიექტი, ძალიან მნიშვნელოვანი იაფი ენერგიის წყარო, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა წინა საუკუნის 70-იან წლებში. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ ჩვენ უსაფრთხოდ უზრუნველვყოთ ენგურჰესიდან მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება და ზოგადად, კაშხლის, წყალსაცავისა და სხვადასხვა ჰიდრონაგებობის ფიზიკური უსაფრთხოება, აუცილებელია პერიოდული რემონტი."

 

ლევან მებონია: „გათვალისწინებულია სამუშაოები გვირაბის მთლიანი სიგრძის დაახლოებით 2,5 კმ-ზე. ჰესი უნდა ჩაირთოს ქსელში არაუგვიანეს 1-ლი მაისისა და დაიწყოს ელექტროენერგიის გამომუშავება. ყველანაირი ტექნიკა, სამშენებლო მასალები, სამუშაო ძალა, ხალხი მობილიზებულია. ვფიქრობთ, რომ ამ სამუშაოებს თავს გავართმევთ ყოველგვარი შეფერხებისა და დაბრკოლების გარეშე.“
 

იხილეთ ვიდეო

ლევან მებონია: "ჰესი უნდა ჩაირთოს ქსელში არაუგვიანეს 1-ლი მაისისა და დაიწყოს ელექტროენერგიის გამომუშავება!"