test

18 Jan 2021

 

 

,,ენგურჰესის გაჩერება უნდა მომხდარიყო თებერვალში. თუმცა რომ არ დაგვეკარგა უხვწყლიანი თვე, თარიღი გადმოვწიეთ და გეგმის მიხედვით, 20 იანვრიდან 1-ლი მაისის ჩათვლით მოხდება სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაცია,"- აცხადებს შპს "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია. 

 

"რაც შეეხება ვარდნილჰესს, ის გააგრძელებს ფუნქციონირებას, თუმცა-შეზღუდული სიმძლავრით. რეაბილიტაციის დროს მდინარე ენგურის ძველი კალაპოტიდან წყლის გადაგდება შეიძლება ვარდნილჰესში. მისი მაქსიმალური გამტარობა არის 100 კუბური მეტრი, რაც დაახლოებით 45 მეგავატის შესაბამისია. ეს სრულ სიმძლავრეზე თითქმის ოთხნახევარჯერ ნაკლებია, მაგრამ თებერვალ-მარტში ამდენი წყალიც არ იქნება. ველოდებით, რომ ვარდნილჰესი იმუშავებს დაახლოებით 15-20 მეგავატის ფარგლებში, აპრილში კი- 40-45 მეგავატით დაიტვირთება,“-აღნიშნა ლევან მებონიამ. 

 

ვრცლად

test