test

18 Jan 2021

 

 

ენგურჰესი 3 თვით ჩერდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შპს "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ განუცხადა, სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის მიზნით, სადგური 20 იანვრიდან აპრილის ბოლომდე მუშაობას შეწყვეტს.


„ჰესის რეაბილიტაციის სხვა სამუშაოები უკვე დაწყებულია. ამჟამად საუბარია გვირაბის რემონტზე, რომელიც ჰესის გაჩერებას მოითხოვს,“- განაცხადა ლევან მებონიამ.


„ენგურჰესის გაჩერებით ზიანი არ მიადგება ჩვენს ენერგოსისტემას, რადგან სეზონურად ამ დროს გამომუშავება მინიმალურია,"- აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ვრცლად 

test