test

15 Jan 2021

 

“ტარიფის გადაანგარიშება ყოველ 3 წელიწადში  ხდება. მნიშვნელოვანი ცვლილებები ამ მიმართულებით არ იქნება. ჩვენი ტარიფი რომც შეიცვალოს პლუს-მინუს 10%-ით, ეს სამომხმარებლო ტარიფზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს,“- განაცხადა შპს „ენგურჰესის“ ფინანსურმა დირექტორმა ზვიად კილასონიამ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას. 

„ ამ ეტაპზე დაახლოებით 200-250 მლნ კუბური მეტრის მოცულობის წყლის გაჟონვა ხდება. განსახორციელებელმა სამუშაოებმა აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 30-35%-ით უნდა შეამციროს. ვვარაუდობთ, რომ სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 100 მლნ კვტ.სთ დამატებით ელექტროენერგიას გამოვიმუშავებთ,“- შპს „ენგურჰესის“ ფინანსური დირექტორი ზვიად კილასონია.

იხილეთ ვიდეო

test